„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1865
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.110.020.05.001.001.182
  • Word
1865
25/12/2002
სსმ, 2, 09/01/2003
010.110.020.05.001.001.182
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს: ქედის რაიონის სოფელი ნამონასტრევი, შუახევის რაიონის სოფელი წაბლანა და დაბა შუახევი.

2. ახალგორის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: ახალდაბა, ბეჟაანთკარი (ბეჟანტყევი), გარუბანი, მოსაბრუნი, ნაგომევი, ძეგლევი.

3. ახალციხის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: გიორგიწმინდა, ვალე, კლდე, ღრელი, წირა, წნისი.

4. ბორჯომის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს სოფელი დგვარი.

5. დუშეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს სოფელი ლაფანაანთკარი.

6. თიანეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: თრანი, კვირიისხევი, ტოლაანთსოფელი, ღულელები, წყაროთუბანი, ხადოელები, ხევსურთსოფელი.

7. ოზურგეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემოქმედის თემის სოფელი გომი.

8. საჩხერის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: ბაჯითი, დურევი, ეთო-ეხვევი, კორბოული, ლიჩი, მოძვი, ნიგვზარა, პერევი, სარეკი, სპეთი, შომახეთი, ცხამი, ხვანი, ჯალაურთა.

9. სიღნაღის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს სოფელი ნუკრიანი.

10. ცხინვალის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: დისევი, ერედვი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, ფრისი, ქსუისი, ქურთა, ხეითი.

11. ჭიათურის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: ბჟინევი, გუდაერი.

12. ხარაგაულის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: ზვარე, ნადაბური, წიფა.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1865–რს