საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №60/ა ,,საქართველოს ნავსადგურებში გემებზე სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების განაკვეთების შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №60/ა ,,საქართველოს ნავსადგურებში გემებზე სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60/ა
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 02/12/2005
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 08/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 310020000.28.020.007903
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
60/ა
02/12/2005
სსმ, 142, 08/12/2005
310020000.28.020.007903
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №60/ა ,,საქართველოს ნავსადგურებში გემებზე სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების განაკვეთების შესახებ
საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/12/2005 - 30/07/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.28.020.007.903

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება 60/ა

2005 წლის 2 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ნავსადგურებში გემებზე სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების განაკვეთების შესახებ

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის №51 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურების, გემებისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის სისტემის შესახებ” დებულების შესაბამისად, საქართველოს ნავსადგურებში გემების და სხვა საზღვაო ობიექტების დაცვას განახორციელებს ნავსადგურის სავოჩმანო (სამორიგეო) სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. დადგინდეს საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემებისათვის სავოჩმანო (სამორიგეო) მომსახურების შემდეგი განაკვეთები:

ა) გენერალური ტვირთის გემების  ტარიფი – 0,03 აშშ დოლარი;

ბ) ტანკერებისათვის და ბალკერებისათვის ტარიფი – 0,008 აშშ დოლარი;

გ) სამგზავრო და საბორნე გემებისათვის ტარიფი – 0,013 აშშ დოლარი.

2. მომსახურების ტარიფის გადახდა გემების მომსახურებისათვის ამოიღება გემის საერთო ტევადობიდან (საერთო სარეგისტრო ტონაჟი) ისე, როგორც ეს აღნიშნულია გემების საერთაშორისო განზომილებათა მოწმობაში, და გაცემულია 1969 წლის „ხომალდების გაზომვის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად (წესი 2, პუნქტი 4 და დანართი I, წესი 1 და წესი 3) შესაბამისი შესწორებებით.

3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

შენიშვნა: ანგარიშსწორება იწარმოებს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური საბანკო კურსის შესაბამისად.

რ. ბერიძე