„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110726002, 29/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016023
  • Word
12
19/07/2011
ვებგვერდი, 110726002, 29/07/2011
010260020.35.137.016023
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12

2011 წლის 19 ივლისი

დ. ადიგენი

 „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

       1. „ადიგენის მუნიციპალტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ V, №12, 16.08.2010) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

     ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახანძრო-სამაშველო სამსახური“;

     ბ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელება, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება“.

       2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის                შესაბამისად გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             გ. ენდელაძე