დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19.11.800 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 22/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110725039, 26/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.37.101.016072 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №19.11.800
2011 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით (გაზეთი ,,24 საათი“ , №140 , 30.06.2010 წ.) დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი:
„ 5. ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია ფიზიკური, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციების გათავისუფლება ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან.“ ;
ბ) 53 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 . „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილების 21 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე ან/და არსებულ ნაგებობაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი;
ე) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე ან არსებულ ნაგებობაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, გათავისუფლებულია მომსახურების საფასურის გადახდისაგან.“
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე -მერი) დ . ნინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები