„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725038, 28/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 480070000.22.030.016022
  • Word
175
22/07/2011
ვებგვერდი, 110725038, 28/07/2011
480070000.22.030.016022
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 175

2011 წლის 22 ივ ისი

ქ. თბილისი

  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის 156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის 206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის 156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007, 140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველ მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. წარმომადგენლობა წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, გარდა ამ მუხლის მე-1 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა . წარმომადგენლობას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) პირველ მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12–მე-15 პუნქტები :

,,12. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეიძლება დაინიშნოს ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად, თუ შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ იქნება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არ აქვს, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება დაინიშნოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ბიუჯეტიდან, რომელიც განთავსებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აქვთ ერთიანი ბალანსი.

 15. იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, სადაც ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დანიშნულია საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული ნორმები საერთაშორისო ხელშეკრულებებით და მინისტრის მიერ დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით “.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ვაშაძე