„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725037, 28/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016023
  • Word
176
22/07/2011
ვებგვერდი, 110725037, 28/07/2011
010320040.22.030.016023
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 176

2011 წლის 22 ივისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 23 მაისის 100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ.815) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლის:

ა.ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად შეიძლება შექმნას საპრეტენზიო კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ა.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ამ დებულების 37-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, წერით გამოცდასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა შესაძლებელია უზრუნველყოს წერითი გამოცდის ჩამტარებელი ორგანიზაციის საპრეტენზიო კომისიამ, მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, წერითი გამოცდების ჩატარება შესაძლებელია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეულმა შესაბამისმა ორგანიზაციამ.“;

) 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ უცხო ენაში, წერითი გამოცდის პირველ ეტაპზე მოაგროვებს 90 ან მეტ ქულას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მეორე ან/და მესამე ეტაპზე დადებითი შეფასების მიღებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობას, რომელიც არ უნდა იყოს 50 ქულაზე ნაკლები.“;

დ) მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი

1. წერითი გამოცდის დაწყებამდე კომისიის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელს, უხსნის მას ტექნიკურ საკითხებსა და წერითი გამოცდის ჩატარების წესს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

2. წერითი გამოცდის ჩატარების ინსტრუქციას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე