საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 21/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.008908
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-120
12/07/2006
სსმ, 96, 21/07/2006
340010000.22.032.008908
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/07/2006 - 18/07/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.908

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-120

2006 წლის 12 ივლისი

ქ.თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველოს თანდართული დებულება.

2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

3. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება.

2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები

სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობის დარგების მდგომარეობის გამოკვლევა და ანალიზი;

ბ) სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა;

დ) სოფლის მეურნეობის ძირითად მიმართულებებზე მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) სამინისტროს სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და მოქმედებათა გეგმების შესრულების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) ანალიზის საფუძველზე სამინისტროს ხელძღვანელობისათვის განსახორციელებელი სტრუქტურული და დარგობრივი რეფორმების შესახებ წინადადებების წარდგენა და კოორდინაცია;

ზ) ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სასურსათო უზრუნველყოფის 2005/2006 წლების პროგრამის დაფინანსების შესახებ დადებული ფინანსური ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლება-მოვალეობები

სამმართველოს უფლება-მოვალეობანია:

ა) დაკისრებული დავალებების შესასრულებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი სახის ინფორმაცია;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირება გაუწიოს დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით ქვეყანაში მიმდინარე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;

გ) შეასრულოს ამ დებულებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობანი.

    მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა

1. სამმართველოს სტრუქტურა და შტატები განისაზღვრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშტატო განრიგით.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია სამმართველოსათვის განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამოცანების ჯეროვნად და დადგენილ ვადებში შესრულებაზე.

    მუხლი 5. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაცია

1. სამმართველოს უფროსი:

ა) კოორდინაციას უწევს სამმართველოს მუშაობას;

ბ) კოორდინაციას უწევს სამმართველოს მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას;

გ) სამმართველოში თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს, თვალყურს ადევნებს მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებას სამმართველოს მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვაზე, სამუშაო დავალებების განაწილებასა და მიღებული შედეგების ხარისხზე;

გ) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს სამუშაოს წარმართვის თაობაზე;

დ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

 1. სამმართველოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 2. სამმართველოს რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე.