დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 401 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 22/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110725034, 25/07/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110000.08.002.016281 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №401
2011 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №131, მუხ. 1421) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის ზონებში თვითნებურად დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ მიწის ნორმატიულ ფასს.“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისია.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები