დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22.09.1050 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 06/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 12/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.37.101.000195 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.37.101.000.186
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №22.09.1050
2010 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებებ ის შეტანის თაობაზე
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. საფასური შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით.
2. ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის, თუ მომსახურების განხორციელება არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას, საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით, ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის საფუძველზე.
3. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს (მათ შორის: გადასახადებს).
4. საჯარო დაწესებულებები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან.“
ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის განვადება
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის განვადების შესახებ აქტის გამოცემა:
დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის 5 %, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა.“
გ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. გადახდილი საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება საფასურის გადამხდელს. “
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები