,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110725017, 28/07/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016044
  • Word
20
20/07/2011
ვებგვერდი, 110725017, 28/07/2011
010260020.35.162.016044
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2011 წლის 20 ივლისი

  ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                     19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის 25 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, №50 , 03.11.2010 , მუხ. 1360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას“.

 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ე) გამგეობის არქივის საქმიანობის წარმართვა.“

 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.

 4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

  მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან

საკრებულოს თავმჯდომარ ა. მაილაშვილი