დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110725016, 28/07/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016043 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 20 ივლისი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, №33, 04.10.2010, მუხ. 967) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სპეციალისტი (საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში)“ .
2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. სპეციალისტი (საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში)
ა) ახორციელებს საკრებულოს საქმიანობის ავტომატიზებას და კომპიუტერულ მომსახურებას;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სიტემებისა და მონაცემთა ბაზების, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკის, სერვერების, მონაცემთა ბაზების ინფორმაციის დაცვას და ადმინისტრირებას; მომხმარებელთა უზრუნველყოფას ელექტრონული საფოსტო ყუთებითა და ინტერნეტით;
დ) უზრუნველყოფს ახალი ქსელური პროგრამული პროდუქტების დანერგვას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტის მეთოდების მოძიებას.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები