დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110725015, 28/07/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016042 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2011 წლის 20 ივლისი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, №19, 01.09.2010. მუხ.500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა.ა. საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილებას;
ა.ბ. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას;
ა.გ. ადგილობრივი არქივის განყოფილებას.
ბ) საფინანსო სამსახური
გ) კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს:
გ.ა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა განყოფილებას;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ეკონომიკის , ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური, რომელიც მოიცავს:
ე.ა. მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას;
ე.ბ. მიწის აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას;
ე.გ. შესყიდვების განყოფილებას;
ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.
თ) მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
ი) იურიდიული სამსახური“.
2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები