დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის ორგანიზაციულ ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 649 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 03/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100060010.22.027.008847 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/07/2006 - 11/09/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.22.027.008.847
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №649
2006 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის ორგანიზაციულ ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის ღონისძიებათა გაუმჯობესების მიზნით, ამ სფეროში პატიმართა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, აღნიშნულ საკითხთა ორგანიზაციული სრულყოფისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის № 121-13/ნ ერთობლივი ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებიდან დაავადებული პატიმართა და მსჯავრდებულთა სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით საერთო პროფილის საავადმყოფოებში გეგმური წესით გადაყვანა განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის (შემდგომში – ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისია) დასკვნის საფუძველზე.
2. ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის დასკვნა, გარდა ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა, ეფუძნება იმ დაწესებულების საექიმო კონსილიუმის დასკვნას, სადაც იმყოფება პატიმარი ან მსჯავრდებული.
3. ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის დასკვნა, გეგმური წესით პატიმრის ან მსჯავრდებულის საერთო პროფილის სავაადმყოფოში გაყვანის შესახებ, წარედგინება იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.
4. ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის დასკვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თავის მოსაზრებებს პატიმრის ან მსჯავრდებულის გეგმური წესით საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის შესახებ აცნობებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კურატორ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივ კომისიას.
გამოკვლევის ან მკურნალობის მიზნით პატიმრის ან მსჯავრდებულის გადაყვანა საერთო პროფილის საავადმყოფოში განხორციელდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირის (მოვალეობის შემსრულებლის) ბრძანების საფუძველზე.
5. მწვავე დაავადების შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობისას, იმ დაწესებულების წარდგინების საფუძველზე, სადაც იმყოფება პატიმარი ან მსჯავრდებული, ავადმყოფის გადაყვანა საერთო პროფილის საავადმყოფოში მოხდეს დაუყოვნებლივ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ. აღნიშნულის თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ინფორმაციას აწვდის სასჯელაღსრულების კურატორ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივ კომისიას.
6. დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირება და დაცვა უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. წინამდებარე ბრძანება სახელმძღვანებლოდ გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივ კომისიას.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების სისტემის კურატორ იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 მაისის №572 ბრძანება.
10. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები