საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №981 ,,ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №981 ,,ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 981
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 07/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 190020020.22.033.007759
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
981
05/10/2005
სსმ, 117, 07/10/2005
190020020.22.033.007759
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №981 ,,ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/10/2005 - 28/03/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.020.22.033.007.759

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 981

2005 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, 36- მუხლის მე-2 პუნქტის, 37- და 38- მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე და 51- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდესავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი” (თანდართულ დანართთან ერთად).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ალექსიშვილი

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი (სოფლის, თემის, დაბის, რაიონის რაიონული და ქალაქის) ბიუჯეტებით (შემდგომშიავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტები) გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი შემუშავებულიასაქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებსაქართველოს კანონის  36- მუხლის მე-2 პუნქტის, 37- და 38- მუხლების პირველი პუნქტების საფუძველზე.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი განსაზღვრავს ამ ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სარეზერვო ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებებით სხვა გასაცემლებიდან ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.

    მუხლი 2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები

1. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს:

) რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან (ღონისძიებიდან) ერთ ან რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაზე (ღონისძიებაზე) დამტკიცებულ ბიუჯეტში დადგენილი წესით ცვლილების შეტანით;

) იმავე საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 10 პროცენტის ფარგლებში.

2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ან/და საფინანსო განყოფილების (სამმართველოს) უფროსი (შემდგომში _ საფინანსო ორგანოს ხელმძღვანელი) ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით უფლებამოსილია გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად ასიგნებების გადანაწილება განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად. სოფლის, თემის, დაბისა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ქალაქის საკრებულოებში, სადაც არ არის შექმნილი საფინანსო სამსახურები, ამ ფუნქციას ახორციელებენ საკრებულოს თავმჯდომარეები ან მათ მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირები.

3. დასაგეგმი წლის ბიუჯეტის თაობაზე წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების, ისე საბიუჯეტო ორგანიზაციის ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის, აგრეთვე სარეზერვო ფონდის, წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სხვა გასაცემლებსა და საბიუჯეტო დაწესებულებებს შორის. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის გაწერაში.

    მუხლი 3. ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების თაობაზე მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება

1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ წერილობით მოთხოვნას წარუდგენს საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია (მათ შორის ნორმატიული აქტი) და შესაბამისი დასაბუთება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადა­ნა­წი­ლე­ბისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.

2. დასაგეგმი წლის ბიუჯეტის თაობაზე წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების შესახებ საფინანსო ორგანოში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ამავე ორგანოში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.

3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი (სამმართველო, განყოფილება) განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებას ასიგნების გადანაწილების თაობაზე. ადგილობრივი ხელისუფლების საფინანსო ორგანო განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგენს შესაბამის წინადადებას ასიგნების გადანაწილების თაობაზე.

4. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საბიუჯეტო დეპარტამენტი (სამმართველო, განყოფილება) ამზადებს ცვლილებას საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნების ფარგლებში თანხის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თამხმობის შემთხვევაში, საფინანსო ორგანო ამზადებს ცვლილებას საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნების ფარგლებში თანხის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ.

5. დასაგეგმი წლის ბიუჯეტის თაობაზე წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (ღონისძიებების, პროგრამების) ცვლილების ცნობით (იხ. დანართი 1). ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო ორგანოს, მეორე გადაეცემა საფინანსო ორგანოს სახაზინო პრინციპებზე მომუშავე სამსახურს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო დაწესებულებას (ორგანიზაციას).

6. საფინანსო ორგანოს სახაზინო პრინციპებზე მომუშავე სამსახური საფინანსო ორგანოს ხელმძღვანელის, ან მისი მოადგილის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებების გაცემას ახორციელებს საბიუჯეტო დეპარტამენტის (საფინანსო ორგანოს) მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის (ღონისძიების, პროგრამის) ცვლილების ცნობით საბიუჯეტო ორგანიზაციის დაზუსტებული გეგმისა და ბიუჯეტის ფაქტობრივი შემოსავლების ფარგლებში.

    მუხლი 4. სარეზერვო ფონდის სახსრების გადანაწილება

1. იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციას წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით დამტკიცებული ასიგნების გადამეტებით ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით საბიუჯეტო სახსრები გამოეყოფა სარეზერვო ფონდიდან, ხარჯთაღრიცხვის (ღონისძიების, პროგრამის) ცვლილების ცნობის საფუძველზე შესაბამისი თანხით მცირდება გეგმური სარეზერვო ფონდი და იზრდება წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლები. ამ შემთხვევაშიც საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

2. სარეზერვო ფონდიდან და დასაგეგმი წლის ბიუჯეტის თაობაზე წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სხვა გასაცემლებიდან ასიგნებების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ნორმატიული ან ინდივიდუალური აქტი.