დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.008749 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/06/2006 - 08/01/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.749
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №441
2006 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის №96 დადგენილების მე-11 მუხლის საფუძველზე და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის“ ფორმის დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართ 1-ში მოყვანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის თანდართული ფორმა (ორიგინალი).
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართ 2-ში მოყვანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის თანდართული ფორმა (ასლი)
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.ძალადაკარგულია- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 8 იანვრის ბრძანება №11-სსმIII,№7,17.01.2007წ.,მუხ.52


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები