„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 350.000.000.05.001.001.175
  • Word
1851
25/12/2002
სსმ, 2, 09/01/2003
350.000.000.05.001.001.175
„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობა

1. სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი დაკვირვების ერთეულის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

2. კონფიდენციალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლების კრებსითი სახით მოსამზადებლად, თუ ამ მონაცემების წარმდგენი არ გამოხატავს თანხმობას მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენებაზე.

3. კონფიდენციალურ მონაცემებზე სამუშაოდ დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობით ეკისრება სახელმწიფო სტატისტიკის წარმოება.

4. დაუშვებელია სახელმწიფო სტატისტიკის მასალების გავრცელება, თუ ისინი შეიცავენ კონფიდენციალურ მონაცემებს, ან მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1851_რს