საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-№1497 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 499-701
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.330.010355
  • Word
499-701
22/05/2007
სსმ, 72, 22/05/2007
230150070.22.330.010355
საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-№1497 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.355

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  ერთობლივი

ბრძანება №499-701

2007 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-№1497 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქარ-თველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-№1497 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2344) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

გ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გადამხდელებიდან მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გაცემული ცნობების რეესტრის წარმოებას და ანგარიშგებას შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით“;

გ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) საგადასახადო ორგანოსათვის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გადასახადის გადამხდელებისათვის მისანიჭებლად შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრების ველის გამოყოფას;

ბ) საგადასახადო ორგანოს ინფორმაციულ უზრუნველყოფას გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის დასადგენად;

გ) საგადასახადო ორგანოს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებას და მათ მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების, მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გადახდილი გადასახადების შესახებ შესაბამისი ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მექანიზმების შემუშავებას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი                              

ი. მერაბიშვილი