დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 294/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 09/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.350.009535 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/11/2006 - 11/07/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.535
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის
ბრძანება №294/ნ
2006 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ
,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოში რეალიზაციისთვის განკუთვნილ ყოველი თამბაქოს კოლოფზე უნდა განთავსდეს სამედიცინო გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ.
2. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) ,,მოწევა კლავს“;
ბ) ,,მწეველები კვდებიან უფრო ადრე“;
გ) ,,მოწევა იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს“;
დ) ,,მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს“;
ე) ,,მოწევა იწვევს ორსულთა პათოლოგიებს“;
ვ) ,,დაიცავით ბავშვები: ნუ აიძულებთ მათ ისუნთქონ თამბაქოს კვამლი“;
ზ) ,,თამბაქოს შემადგენლობაში შედის ნიკოტინი, რომელიც იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას (მიჩვევას), ნუ დაიწყებთ მოწევას“;
თ) ,,მოწევაზე თავის დანებება ამცირებს გულისა და ფილტვების სასიკვდილო დაავადებათა განვითარების რისკს“;
ი) ,,მოწევა იწვევს ნელ და მტანჯველ სიკვდილს“;
კ) ,,მოწევა იწვევს ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას“;
ლ) ,,მოწევა არის მამაკაცებში იმპოტენციისა და ქალებში უშვილობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი“;
მ) ,,თამბაქოს კვამლი შეიცავს მრავალ მომწამვლელ ნივთიერებას, მათ შორის ბენზოლს, ფორმალ-დეჰიდებს, ციანმჟავას“;
ნ) ,,მოწევა მოქმედებს სპერმასა და შვილოსნობის უნარზე, იწვევს იმპოტენციას და ამცირებს ჩასახვის უნარს“;
ო) ,,მოწევა ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის პათოლოგიებს“.
3. თამბაქოს კოლოფზე განსათავსებლად მწარმოებელი და/ან იმპორტიორი უფლებამოსილია თავად აირჩიოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო გაფრთხილებების ნიმუშებიდან ერთ-ერთი.
4. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილ თამბაქოს პროდუქციაზე არსებული სამედიცინო გაფრთხილების ტექსტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო გაფრთხილებების ტექსტებთან არა უგვიანეს 2007 წლის 1 ოქტომბრისა.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები