საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 944
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 30/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.270.007430
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
944
30/05/2005
სსმ, 65, 30/05/2005
010320020.22.270.007430
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/05/2005 - 17/01/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.007.430

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №944

2005 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის 63 ნაწილისა და ,,საქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამ­ტკი­ცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამი­ნისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულება

    თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ­ში – სამინისტრო) საგამოძიებო დეპარტამენტი (შემ­დგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს დანაშაულის წინასწარ გამოძიებას საქართველოს სის­ხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და კანონმდებლობით მის კომპეტენ­ციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 2

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ სა­ფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქარ­თველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ­სი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტები.

    თავი II. საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

    მუხლი 3

დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოცია­ლური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.

    მუხლი 4

დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესის, ასაკის, განათლების, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.

    თავი III. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5

დეპარტამენტის საქმიანობის ამოცა­ნებია:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტო­რიაზე ჩადენილ დანაშაულთა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3421, 377-ე, 3771, 3772-ე, 378-ე, 379-ე, 380-ე, 381 მუხ­ლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინასწარი გამოძიება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპო­ვება, გადამუშავება და მისი ანალიზი.

    მუხლი 6

დებულებით განსაზღრული ამოცანების შესასრუ­ლებ­ლად დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში უფლებამოსილია:

ა) აწარმოოს სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწე­სებულებათა ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთა წინასწარი გამოძიება;

ბ) აწარმოოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე, 3771, 3772, 378-ე, 379-ე, 380-ე, 381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანა­შაულთა წინასწარი გამოძიება;

გ) დაამუშაოს სასჯელაღსრულების სისტემის უსაფ­რთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინ­ფორ­მაცია, მოახდინოს მისი ანალიზი და შესაბამისი რეა­გირება;

დ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრუ­ლი სხვა ფუნქციები.

    მუხლი 7

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდი­ნაციას უწევს მინისტრის მოადგილე, რომელიც აგრეთვე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8

დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზო­გადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 9

დეპარტამენტის მართვას, კოორდინაციასა და ხელ­მძღვანელობას ახორციელებს საგამოძიებო დეპარ­ტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 10

დეპარტამენტის უფროსი უწყებრივ და ორგანიზა­ციულ კონტროლს უწევს გამომძიებლებს და დეპარტა­მენ­ტის სხვა თანამშრომლებს აკონტრო­ლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლი­ნის დაცვას.

    მუხლი 11

დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მო­ვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოად­გი­ლე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 12

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმარ­თვე­ლო;

ბ) დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმარ­თველო.

    მუხლი 13

დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.

    თავი V. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14.

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილე­ბებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინის­ტრის ბრძანებით.