საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დამტკიცების შესახებ

  • Word
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 27/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 430080000.22.220.007424
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
245
20/05/2005
სსმ, 64, 27/05/2005
430080000.22.220.007424
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/05/2005 - 29/07/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.007.424

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

ბრძანება №245

2005 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დამტკიცების შესახებ

,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებუ­ლებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძ­ველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დანართით გათვალისწინებული ,,საგა­ნმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულე­ბების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივები”.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი ა. დიდებულიძე

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივები

1. მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივები:

დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობების ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 6 წლის ვადით, (პროფე­სიული საგანმანათლებლო დაწესებულება – არანაკლებ 3 წლის ვადით) გაფორმებული დოკუმენტით.

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმია­ნობისათვის:

ა.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 მ2 სასარგებლო ფართი;

ა.ბ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 მ2 სასარგებლო ფართი;

ა.გ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს მოსწავლეთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშნულების ნივთები: მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა საშუალებები;

ა.დ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღ­წე­ვად აუცილებელი მატერიალური საშუალებები.

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:

ბ.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1000 მ2 საერთო ფართი;

ბ.ბ) დაწესებულებას 1 სტუდენტზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 მ2 სააუდიტორიო და სალაბორატორიო ფართი;

ბ.გ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს ბიბლიოთეკა, 1 სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების წიგნისა;

ბ.დ) დაწესებულება უნდა ფლობდეს 10 სტუდენტზე არანაკლებ 1 კომპიუტერისა;

ბ.ე) დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული აუდიტო­რიების, კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავ­ლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს და სხვა ობიექ­ტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტუ­რებელი კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით არანაკ­ლებ 6 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტი.

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:

გ.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 მ2 სასარგებლო ფართი;

გ.ბ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 მ2 სასარგებლო ფართი (მოთხოვნა არ ეხება პროფესიული განათლების იმ სფეროს, სადაც ხორ­ციელდება დამატებითი პროფესიული საგანმანათ­ლებლო პროგრამა);

გ.გ) დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტების და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადას­ტუ­რებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით არა­ნაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები.

დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობისათვის:

დაწესებულებას უნდა გააჩნდეს 1 ბავშვზე არანაკლებ 4 მ2 სასარგებლო ფართი.

ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზ­რდე­ლო დაწესებულების საქმიანობისათვის:

ე.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 მ2 სასარგებლო ფართი;

ე.ბ) დაწესებულებას 1 აღსაზრდელზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 8 მ2 სასარგებლო ფართი;

ე.გ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს აღსაზრდელთა დადგენილი რაოდენობის შესაბამისი სასწავლო დანიშ­ნუ­ლების ნივთები: სპორტული ინვენტარი, სათამაშოები, მერხები, სკამები, დაფები ან მათი შემცვლელი სხვა ნივთები;

ე.დ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს 1 აღსაზრდელზე გამოყოფილი 1 ტუმბო და საწოლი, 4 აღსაზრდელზე გამოყოფილი 1 კარადა;

ე.ე) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს 10 ბავშვზე არანაკლებ 2 ხელსაბანისა და ყოველ 20 ბავშვზე 3 საშ­ხაპე;

ე.ვ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 იზო­ლირებული ოთახისა კარანტინისათვის;

ე.ზ) საძინებელ ოთახში განთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 10 ბავშვისა;

ე.თ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები;

ე.ი) იმ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორ­ციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, ვრცელ­დება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ნორმატივები.

2. პროგრამული ნორმატივები:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმია­ნო­ბისათვის:

სასკოლო სასწავლო გეგმა შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და მასში დასახულ მიზნებთან;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმია­ნობისათვის:

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებელების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მოყვანილი უნდა იყოს:

ბ.ა) თითოეული საფეხურის სასწავლო გეგმა მოდუ­ლების მიხედვით;

ბ.ბ) სპეციალობების ჩამონათვალი მისაღწევი აკადემიური ხარისხის ჩვენებით და თითოეულ საფეხურზე სწავლების ვადის მითითებით;

ბ.გ) საათების განაწილება მოდულების მიხედვით, საგნების ჩამონათვალი, სათანადო კრედიტების ან აკადემიური საათების მითითებით, შეფასების ფორმები;

ბ.დ) მოდულებში შემავალი სასწავლო კურსების მოკლე აღწერა (მინიმუმ 50 სიტყვა);

ბ.ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს მი­ნიმუმ 60 კრედიტი ერთი სასწავლო წლის განმავ­ლობაში. კრედიტი წარმოადგენს დროის ერთეულში სტუდენტის დატვირთვის მოცულობას.

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:

დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკი­ცებულ სტანდარტებთან.

დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობისათვის:

დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი;

ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღ­მზრდელო დაწესებულების საქმიანობისათვის:

ე.ა) დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პროგ­რამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი;

ე.ბ) იმ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორ­ციე­ლებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, ვრცელ­დება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ნორმატივები.

ვ) სკოლისგარეშე დაწესებულებების სააღმზრდელო საქმიანობისათვის:

დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს სწავლების მეთოდიკა და დღის წესრიგი.

3. ადამიანური რესურსების ნორმატივები:

დაწესებულების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს დასაქმებული კადრების თაობაზე თან უნდა ერთოდეს დაწესებულების მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები.

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმია­ნობისათვის:

დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს უმაღლესი პედაგოგიური განათლების ან შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პედაგოგიური კად­რებით;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქ­მია­ნო­ბისათვის:

დაწესებულებაში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებუ­ლი ხარისხი, ან უნდა სწავლობდეს დოქტორანტურის პროგრამით იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სებულებაში;

გ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისათვის:

დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავ­ლებელს) შესაბამისი პროფესიული განათლება ან ხუთ წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება;

დ) სკოლამდელი სააღმზრდელო, მშობელთა მზრუნ­ველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძ­ლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო, სკოლის­გარეშე დაწესებულებებისათვის:

დ.ა) დასაქმებულ აღმზრდელებს უნდა გააჩნდეთ საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

დ.ბ) იმ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორ­ციე­ლებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, ვრცელ­­დება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ნორმატივები.