საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 784
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 25/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 410010000.22.023.009145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
784
25/08/2006
სსმ, 113, 25/08/2006
410010000.22.023.009145
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/08/2006 - 16/08/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.009.145

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №784

2006 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

  ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-11 მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სანებართვო მოწმობის აღებამდე ნებართვის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 19 აგვისტოს №269 ბრძანება.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი              დ. ჩანტლაძე

დანართი №1

 

 

               

 

 

 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

სანებართვო მოწმობა №

ნებართვის მფლობელი ______________________________________

                                                    (სახელი, გვარი)

____________________________________________________________

                                      (იურიდიული მისამართი)

მოპოვების რაიონი: (ნებადართული ტერიტორიები)

ნადირობის დღიური ლიმიტი: მწყერი – 20ც, მტრედი – 10ც, ჩიბუხა – 5ც, გვრიტი – 10ც, ქედანი – 10ც, გვიძინი (გულიო) – 10ც, ტყის ქათამი – 7ც, წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა – 8ც.

ნებართვის მოქმედების ვადა 05-09-200-წ.-დან   01-03-200 წ.-მდე თითოეული სახეობისათვის; რეგიონების მიხედვით განსაზღვრულ ვადებში

სანებართვო მოწმობის გამცემი ორგანო __________________________________________                     

     ბ. ა.             თარიღი      „_______“           „_______“