საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №471 „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №471 „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 23/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 200110000.22.033.013309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
471
23/07/2009
სსმ, 91, 23/07/2009
200110000.22.033.013309
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №471 „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2009 - 14/08/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.013.309

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №471

2009 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1 და დანართი №2).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესი

    მუხლი 1.

1. ეს წესი განსაზღვრავს უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიცია­ლური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენ­ლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებ­ლობისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების მიწოდებისას დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების პირობებს.

2. თუ საქართველოს მთავრობის მიერ რომელიმე უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან მისი წევრებისათვის დადგენილი იქნება განსხვავე­ბული დაბეგვრის რეჟიმი, ასეთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე ან/და მათ წევრებზე ეს წესი არ გავრცელდება.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრე­ბული წარმომადგენლობა (შემდგომში _ დიპლომა­ტიური წარმომადგენლობა) _ უცხო ქვეყნის საელჩო, საკონსულო, საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი;

ბ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრე­ბული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრი (შემდგომში _ დიპლომატიური წარმომადგენ­ლობის წევრი) _ უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის დიპლომა­ტიური პერსონალი, რომელსაც გააჩნია დიპლომა­ტიური რანგი, ასევე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა საქართველოს მოქალა­ქეებისა) და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები;

გ) უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიცია­ლური სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონე­ლი/მომსახურება _ სახელმწიფო გერბები, დროშები, აბრები, ბეჭდები და შტამპები, წიგნები, ოფიციალური ნაბეჭდი მასალები, საკანცელარიო ავეჯი, საკანცელარიო მოწყობილობა, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენ­ლობის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საქონელი/მომსახურება, რომელსაც იგი იძენს იმ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) დაფინანსებით, რომ­ლის წარმომადგენელიცაა;

დ) უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრების პირადი სარგებლო­ბისათვის განკუთვნილი საქონელი/მომსახურება _ საქონელი და მომსახურება, რომლებიც დიპლომატიუ­რი წარმომადგენლობის წევრს სჭირდება პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის, მათ შორის საყოფაც­ხოვრებო საგნები. პირადი სარგებლობისთვის განკუთ­ვნილი საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.

    მუხლი 2.

1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის ობიექტია:

ა) საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის;

ბ) საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრების პირადი სარგებლობისათვის.

2. საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლისათვის გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მიზნით დიპლომა­ტიურმა წარმომადგენლობებმა და/ან დიპლომატიურ წარმომადგენლობათა წევრებმა საგადასახადო ორგა­ნო­­ში უნდა წარადგინონ „შეძენილ საქონელზე/მომსა­ხურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე განაცხადი“ დანართი №1-ის შესაბამისად (შემდგომ­ში _ განაცხადი).

3. განაცხადს თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ან­გარიშ-ფაქტურების) პირველი ეგზემპლარი (ეგზემპლა­რები) და „შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიმწო­დებ­ლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი“ დანართი №2-ის შესაბამისად.

4. განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეო­ბის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის განხორციე­ლებიდან (საქონლის/მომსახურების მიწოდების თვიდან) არა უგვიანეს 3 თვისა.

5. დიპლომატიურ წარმომადგენლობას უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ წარმომადგენლობის წევრების მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ დიპლო­მატიური წარმომადგენლობის წევრებმაც წარადგინეს განაცხადი.

6. დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ პირის ოჯახის სხვა წევრთა მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც.

7. განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განაცხადის ინგლისურ ენაზე შევსების შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

8. საგადასახადო ორგანო განიხილავს დიპლომა­ტიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ წარდგენილ განაც­ხადს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15 დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

9. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

10. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ განაცხადის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

11. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესე­ბუ­ლებაში გახსნილ ანგარიშებზე.

    მუხლი 3.

1. დღგ-ის გადამხდელი, რომელიც საქონელს/მომსა­ხურე­ბას აწვდის დიპლომატიურ წარმომადგენლობას (დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს), დიპლო­მატიური წარმომადგენლობის (დიპლომატიური წარ­მომადგენლობის წევრის), მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დადგენილი წესით გამოწეროს და სრულად შეავსოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამასთან, თუ მყიდველი დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრია _ საიდენტიფიკაციო ნომრის სტრიქონზე შეიტანოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედი­ტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში უნდა ჩაიწეროს „X“.

2. დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და ამ წარმომადგენლობის წევრების მომართვის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსა­ხურს უფლება აქვს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს იმ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც დიპლო­მატიური წარმომადგენლობისათვის, ამ წარმო­მადგენლობის წევრებისათვის ახორციელებენ საქონლის (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, წყლის) ან მომსახურების (კავშირგაბმულობის, დაცვის და სხვა) რეგულარულად ან უწყვეტად მიწოდებას. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დღგ-ის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ასეთი საქონლის მიწო­დებას/მომსახურების გაწევას, ვალდებულნი არიან კალენდარული წლის განმავლობაში მიწოდება განახორ­ციელონ დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.

    დანართი 1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის (წევრის) საიდენტიფიკაციო ნომერი ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის დიპლომატიური სტატუსის                                                                                 დამადასტურებელი დოკუმენტის

                                                                ID number of diplomatic representation (member) or document № verifying diplomatic   representation member’s diplomatic status

 

განაცხადი

Application

 

შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე

On VAT Refund of Purchased Goods/Services

 

 

----------------------            -----------------------------------------------            ------------------------

რიცხვი                თვე (სიტყვიერად)                წელი

Number                    Month (spell out)                    Year

 

 

ვის --------------------------------------------------------------------------------------------------

                     To                           საგადასახადო ორგანოს დასახელება

                                         Name of tax authority

 

                      

           ვისგან  --------------------------------------------------------------------------------------------

                                From 

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის დასახელება ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის სახელი და გვარი

Name of diplomatic representation or diplomatic representation member’s name and surname

                                  

                                       ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                           

მისამართი

Address

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232- მუხლის თანახმად გთხოვთ დაგვიბრუნოთ და შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) ჩაგვირიცხოთ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხები.

 

Pursuant to Article 232 of Tax Code of Georgia we request the refund and transfer of VAT amount paid for purchased goods/services to the bank account indicated in the Registry of Tax Invoices Issued by Supplier on Purchased Goods/Services.

 

დანართი:

Appendix:

 

1. შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი  ---- ფურცლად

 Registry of Tax Invoices Issued by Supplier on Purchased Goods/Services       ……   pages

 

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ---- ფურცლად

     Tax invoices   ……..   pages

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი:

Authorized person of diplomatic representation or member of diplomatic representation:

 

----------------------------------                            ----------------------------------                      

 სახელი, გვარი                                                            ხელმოწერა

  Name, Surname                                                              Signature

დანართი 2

 

შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი

Registry of Tax Invoices Issued by Supplier On Purchased Goods/Services

 

მყიდველის დასახელება

(სახელი, გვარი)

Customer

(name, surname)

დიპლომატიური წარმომადგენლობის (წევრის) საიდენტიფიკაციო ნომერი ან დიპლომატიური წარმომადგენლობისწევრის დიპლომატიური სტატუსის   დამადასტურებელი დოკუმენტის №

ID number of diplomatic representation (member) or document № verifying diplomatic representation member’s diplomatic status

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

Tax Invoice

საქონლის/

მომსახურების შეძენის თვე, წელი

(ციფრებით)

Month, year (in figures) of purchase of

goods/services

 

დღგ-ის თანხა

(ლარი)

VAT amount

(GEL)

საბანკო დაწესებულების რეკვიზიტები და ანგარიშის №

Bank details

and account №

სერია

Series

გადახ-დილია

Paid

ექვემდე-ბარება დაბრუ-ნებას

Subject to refund

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი:

Authorized person of diplomatic representation or member of diplomatic representation:

 

----------------------------------                  ----------------------------------        

 სახელი, გვარი                                                            ხელმოწერა

 Name, Surname                                                             Signature