დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110722006, 27/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.105.016042 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 20 ივლისი
ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის №22 დადგენილებაში (სსმ 20/06/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ წესის შესაბამისად ქონება სოციალური მიზნით შეიძლება გადაეცეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს (მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს), იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, აგრეთვე ხანძრის, მეწყერის, სხვა ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესებით დაზარალებულ პირებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის დახმარებას.“.
2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, გრ. ქობალიას ქ. №12, უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრ. სხულუხია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები