საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 22/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.030.008287
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
103
21/03/2006
სსმ, 38, 22/03/2006
010220020.22.030.008287
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/03/2006 - 29/06/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.030.008.287

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №103

2006 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის 36-ე მუხლისა და ,,უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა  კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ ანთაძე – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ჭოლაძე – მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

არჩილ აბრამია – ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი

ბექა ზარანდია – საკონსულო დეპარტამენტის საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართვე-ლოს მრჩეველი; კომისიის წევრი, კომისიის მდივანი

გიორგი ტაბატაძე – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი

დიანა ჟღენტი – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი

ზურაბ ანთაძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის, მინისტრის სამდივნო სამმართველოს მრჩეველი, კომისიის წევრი

ირმა ქევხიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, კომისის წევრი

მუხრან გულაღაშვილი – საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი

ხათუნა თოთლაძე – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამარ-თველოს უფროსი

ქეთევან კანდელაკი – საერთაშორისო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი.

2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის თანდართული დებულება.

3. საკონსულო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის სხდომის მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქა-ლაქეობის კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნის, ორგანიზაციისა და მუშაობის წესს, აგრეთვე ადგენს მის კომპეტენციას.

2. ეს დებულება შემუშავებულია ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინი-ჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებისა და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 2. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

1. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.

3. კომისიის სხდომები მოიწვევა პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში, არანაკლებ თვეში ორჯერ. კომისიის სხდომების მოწვევისა და მუშაობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს საკონსულო დეპარტამენტი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე შემოსული განცხადებებისა და მათი წინასწარი განხილვის ვადების გათვალისწინებით.

4. კომისიის სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს საკონსულო დეპარტამენტის წარ-დგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის მოწევის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ კომისიის წევრებს.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა მასალების სწორად წარმოებაზე.

7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების ფორმით. კომისიის დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი, საფუძველი და გადაწყვეტილების შინაარსი. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 3. კომისია უფლებამოსილია

ა) შეიმუშაოს დასკვნა უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ;

ბ) დაუბრუნოს საქმე დამატებით განხილვისათვის (დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვისათვის) საკონსულო დეპარტამენტს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

1. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

2. კომისიის სხდომის ოქმები, დადგენილებები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.