დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110722002, 25/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.126.016044 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2011 წლის 15 ივლისი
ქ. თერჯოლა
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №18 დადგენილებით (სსმ V, №34, 06.10.2010, მუხ.994) დამტკიცებულ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის შესახებ დებულების’’ მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ადგილობრივ ბეჭდვით გამოცემაში, გამყიდველის ვებგვერდზე www.terjola.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამყიდველი ინფორმაციას აქვეყნებს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.’’
2. მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს გამყიდველი.“.
4. მე-7 პუნქტის:
ა) ,,ე’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ბეს ოდენობას, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;’’.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები