დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 08/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230020020.22.033.008142 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/02/2006 - 20/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.008.142
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №84
2006 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს ,,საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა” (დანართი №1).
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
საქონლის დროებითი შემოტანისა და/ან გატანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად აკრძალული საქონლის ნუსხა
1. აქციზური საქონელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა (სესსნ-8703) და ამ ნუსხის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმისა);
2. მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);
3. კვების პროდუქტები (გარდა ამ ნუსხის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
4. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშნულზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;
6. სახიფათო (მათ შორის, ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);
7. არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული ,,ნარჩენებთან დაკავშირებული განთავსების ოპერაციათა ,,ა” ჯგუფი);
8. საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები;
9. პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
10. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;
11. ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;
12. ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ ნუსხის მე-2 პუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა) უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები;
13. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;
14. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები;
15. შეზღუდულად ბრუნვადი მასალები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები