საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №936 ,,გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №936 ,,გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 936
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.012509
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
936
22/12/2008
ვებგვერდი
190040000.22.033.012509
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №936 ,,გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (02/08/2018 - 30/12/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.509

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №936

2008 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  221 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია“ (დანართი №1).

2. განისაზღვროს მხარდაჭერის კოეფიციენტი (K) – 60%-ის ოდენობით.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი №1

გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია

    მუხლი 1. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულა

გამოთანაბრებითი ტრანსფერი გაიანგარიშება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ფორმულის მიხედვით:

 

სადაც:

Ti – არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერი;

E – არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა;

R – არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასაგეგმი წლის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები (გრანტების გარდა);

K – არის მხარდაჭერის კოეფიციენტი.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ მუხლში მოცემული ტერმინების განმარტებები გამოყენებულია მხოლოდ ამ ბრძანების მიზნებისათვის და აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამოთანაბრებითი ფორმულა – ფორმულა, რომლის მეშვეობითაც გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერი;

ბ) ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა – „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად 2005, 2006, 2007 და 2008 წლებისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, ხოლო 2009 წლისათვის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების (ზრდა) ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით გასაცემი სახსრები;

გ) შემოსავლები – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები, გარდა გრანტებისა.

    მუხლი 3. ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის გამოთვლა

ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

 

Cn ანუ (C1, C2, C3, C4, C5, C6.) – არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებელები (მოსახლეობა, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, ფართობი, 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდთა რაოდენობა, დედაქალაქის სტატუსი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები);

Pn ანუ (P1, P2, P3, P4, P5, P6.)  – არის გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთკავშირს ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის თითოეულ კატეგორიასა (ფუნქცია) და სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობა გაიანგარიშება რეგრესული ანალიზის მეშვეობით და ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უცვლელია.

    მუხლი 4. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების (Pn) გამოთვლა

1. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების გამოთვლის პირველ ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით:

ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება;

ბ) თავდაცვა;

გ) საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; 

დ) ეკონომიკური საქმიანობა;

ე) გარემოს დაცვა;

ვ) საბინაო-კომუნალური მეურნეობა;

ზ) ჯანმრთელობის დაცვა;

თ) დასვენება, კულტურა და რელიგია;

ი) განათლება;

კ) სოციალური დაცვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ერთიანდება შემდეგ ჯგუფებად (ფუნქციებად):

ა) მმართველობა – საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;

ბ) თავდაცვა – თავდაცვა;

გ) ეკონომიკური საქმიანობა – ეკონომიკური საქმიანობა, გარემოს დაცვა, საბინაო-კომუნალური მეურნეობა;

დ) განათლება – განათლება;

ე) კულტურა – დასვენება, კულტურა და რელიგია;

ვ) ჯანმრთელობის დაცვა – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო;

ზ) სოციალური უზრუნველყოფა – სოციალური დახმარებები.

3. გამოთანაბრებითი ფორმულის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება დელეგირებული ფუნქციების (თავდაცვა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა) განსახორციელებლად გაწეული ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა.

4. გამოთანაბრებით ფორმულაში გამოიყენება შემდეგი სტატისტიკური მონაცემები:

ა) მოსახლეობის რაოდენობა;

ბ) ფართობი კვადრატულ კილომეტრებში;

გ) 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა;

დ) 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა;

ე) დედაქალაქის სტატუსი;

ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების  სიგრძე კილომეტრებში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დედაქალაქის სტატუსის მაჩვენებელი გამოიყენება ქ. თბილისის და ქ. ბათუმის მიმართ. ქ. თბილისისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს – 14-ს, ხოლო ქ. ბათუმისათვის – 1-ს.

 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გზების სიგრძის საშუალო მაჩვენებელის გამოსათვლელად, იანგარიშება  თვითმმართველ ქალაქებში არსებული გზის სიგრძის 90 პროცენტი ასფალტის საფარით, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტი კი – ხრეშიან-გრუნტოვანი საფარით დაფარულად. მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მაჩვენებლის გათვლა საპირისპირო ნიშნით ხორციელდება, ანუ არსებული გზის 10 პროცენტი იანგარიშება ასფალტის საფარით, ხოლო დანარჩენი 90 პროცენტი კი ხრეშიან-გრუნტოვანი საფარით დაფარულად. ამის შემდეგ ხორციელდება ასფალტოვანი და ხრეშიან-გრუნტოვანი გზების სიგრძის შეწონვა ამავე გზების შემასწორებელ შესაბამის 0,9 და 0,1 კოეფიციენტებთან.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მაჩვენებლები ჯგუფდება ფუნქციების მიხედვით, კერძოდ:

 

მმართველობა

განათლება

კულტურა

ეკონომიკური საქმიანობა

მოსახლეობა

მოსახლეობა

მოსახლეობა

გზების სიგრძე

ფართობი

0-დან 6 წლამდე ასა­კის ბავშვების რაოდენობა

6-დან 18 წლამ­დე მოზარდთა რაოდენობა

დედაქალაქის სტატუსი

დედაქალაქის სტატუსი

 

 

 

 

 

 

 

8. გამოთანაბრებითი კოეფიციენტის გამოთვლისას გაიანგარიშება საშუალო ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა თითოეული ფუნქციის მიხედვით, რომელთა გამოთვლა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტების საბაზისო (მიმდინარე) წლის საპროგნოზო და გასული სამი წლის  ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით (საკუთარი შემოსავლებიდან გაწეული). ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის გამოთვლისას გაიანგარიშება საბაზისო წლის პროგნოზების 10 პროცენტი, ხოლო წინა სამი წლის ფაქტები თითოეული 30 პროცენტის ოდენობით.

9. თითოეული ფუნქციისათვის საშუალო მაჩვენებლისა და მათი შესაფერისი სტატისტიკური მაჩვენებლების, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობების მიხედვით თავმოყრის შემდეგ ხორციელდება გამოთანაბრებითი კოეფიციენტების გამოანგარიშება. იგი წარმოადგენს ურთიერთკავშირს თითოეულ კატეგორიასა (ფუნქცია) და სტატისტიკურ მაჩვენებელს შორის. გაანგარიშებაში მონაწილეობს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა ერთდროულად.

10. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობა გაიანგარიშება რეგრესული ანალიზის მეშვეობით (EXCEL-ში LINEST-ის გამოყენებით), კერძოდ:

ა) ფუნქციების გაერთიანების შედეგად „მმართველობის“ ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს ფართობი, მოსახლეობა და დედაქალაქის სტატუსი, რომელთა შეწონვა რეგრესული ანალიზის მეშვეობით, ერთბაშად ხორციელდება როგორც ერთმანეთთან, ასევე ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის შესაბამის მონაცემებთან;

ბ) „ეკონომიკის“ გათვლაში მონაწილეობას იღებს გზების სიგრძე და დედაქალაქის სტატუსი, რომელთა შეწონვა რეგრესული ანალიზის მეშვეობით, ერთბაშად ხორციელდება, როგორც ერთმანეთთან, ასევე ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის შესაბამის მონაცემებთან;    

გ) „კულტურის“ გათვლაში მონაწილეობას იღებს მოსახლეობა და 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, საიდანაც 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის სტატისტიკური მონაცემების შეწონვა ხდება როგორც მოსახლეობის რაოდენობასთან, ასევე ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საშუალო მაჩვენებლებთან, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკური მონაცემების შეწონვა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საშუალო მაჩვენებლებთან, სხვა სტატისტიკური მაჩვენებლისაგან დამოუკიდებ-ლად ხორციელდება;

დ) „განათლების“ გათვლაში მონაწილეობას იღებს მოსახლეობა და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, საიდანაც 0-დან 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის სტატისტიკური მონაცემების შეწონვა ხდება როგორც მოსახლეობის რაოდენობასთან, ასევე ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საშუალო მაჩვენებლებთან, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკური მონაცემების შეწონვა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საშუალო მაჩვენებლებთან, სხვა სტატისტიკური მაჩვენებლისაგან დამოუკიდებლად ხორციელდება.

11. ჯამური კოეფიციენტის (P) მისაღებად ფუნქციების მიხედვით მიღებული კოეფიციენტები ჯგუფდება თითოეული სტატისტიკური მაჩვენებლისათვის და შეადგენს:

 

გამოთანაბრებითი კოეფიციენტები

 

კოეფიციენტის დასახელება

მმართველობა

ეკონომიკური საქმიანობა

კულტურა

განათლება

P

(სულ)

1

მოსახლეობა P1

 

20.8309

 

 

17.0049

19.3703

57.2062

2

ფართობი P2

0.1117

 

 

 

 

 

 

0.1117

3

გზის სიგრძე P3

 

 

 

28.5930

 

 

 

 

28.5930

4

6-დან 18  წლამდე

ასაკის მოზარდები P4

 

 

 

 

29.3221

 

 

29.3221

5

6 წლამდე ასაკის ბავშვები P5

 

 

 

 

 

 

54.5052

54.5052

6

დედაქალაქის სტატუსი P6

1897.1581

14,975.2940

 

 

 

 

16,872.4522

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტები ერთიანია ყველა ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულისათვის.

    მუხლი 5. ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის გაანგარიშება

თვითმმართველი ერთეულის საპროგნოზო ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის გამოთვლა ხორციელდება სტატისტიკური მაჩვენებლების გამოთანაბრებით კოეფიციენტებზე გადამრავლების გზით,  როგორც ეს არის ასახული ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

 

სტატისტიკური მაჩვენებლები

სტატისტიკური მაჩვენებლების  რაოდენობა

გამოთანაბრებითი კოეფიციენტები

ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ოდენობა

მოსახლეობა (ათასი კაცი)

C1

P1

C1xP1

ფართობი (კვ.კმ)

C2

P2

C2xP2

დასაფინანსებელი გზების სიგრძე (კმ)

C3

P3

C3xP3

6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა (ათასი მოზარდი)

C4

P4

C4xP4

6 წლამდე ასაკის ბავშვები (ათასი ბავშვი)

C5

P5

C5xP5

დედაქალაქის სტატუსი (ერთი)

C6

P6

C6xP6

სულ ჯამი

Cn

Pn

E

 

სადაც Cn არის თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებლები, ხოლო pn – გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომელთა  გადამრავლებით გამოითვლება ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის:

E=C1*P1+C2*P2+C3*P3+C4*P4+C5*P5+C6*P6.

    მუხლი 6. შემოსავლების გაანგარიშება

1. მეორე ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შემოსავლები (R), რომლის დროსაც გაითვალისწინება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარი შემოსავლები (გარდა გრანტებისა).

2. შემოსავლები თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის იანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული სამი წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის („TREND“-ის) მიხედვით. შემოსავლების გაანგარიშებისათვის გამოიყენება EXCEL-ის ფუნქცია „TREND“-ი.

3. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები (გარდა გრანტებისა) აღემატება, ამავე ბიუჯეტის ხარჯებსა და არაფინანსური აქტივების ზრდას, გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.

    მუხლი 7. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გამოთვლა

გაანგარიშების შემდგომ ეტაპზე გამოითვლება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდე-ნობა, რომელიც მიიღება ამავე ერთეულის ხარჯე-ბისა და არაფინანსური აქტივების ზრდის და შემოსავლებს შორის სხვაობის გამრავლებით  მხარდაჭერის კოეფიციენტზე (K).