დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის N 154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110721017, 22/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.038.016062 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №138
2011 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №154 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.04.2009, № 51, მუხ. 578) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები :
ა) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამინისტროს მოსამსახურთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;“;
ბ) მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
გენერალურ ინსპექციაში სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
ბ) საფინანსო და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო.
მუხლი 18
1. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელმყოფი ცალკეული ფაქტების გამოვლენასა და შებამისის რეაგირებას;
ბ) სამინისტროში შემავალი თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს, აგრეთვე წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას;
გ) სამინისტროში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადებებისა და საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას.
2. საფინანსო და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსურ და თემატურ შემოწმებას;
ბ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლს;
გ ) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
დ ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე ზედამხედველობას;
ე ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას;
ვ ) სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავებას.
3 . გენერალური ინსპექციის სამმართველოებს მინისტრთან შეთანხმებით უფლება აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში შეიტანოს აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ვიზუალური ფიქსაციის სხვა საშუალებები.“;
გ) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.”;
დ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას, ვიზირებას უკეთებს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, აგრეთვე ახორციელებს მინისტრის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები