„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110721012, 22/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016057
  • Word
131
19/07/2011
ვებგვერდი, 110721012, 22/07/2011
010340000.22.038.016057
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №131

2011 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის № 155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1 „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის № 155 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.04.09 წ., № 51, მუხ. 579) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“;

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81.

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს იურიდიული და სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს უფროსისა და მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახდენს იურიდიული და სტატისტიკურ-ანალიტიკურ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.“;

 გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიული და სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველო;

ბ) მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.“;

 დ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12.

იურიდიული და სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების, კორესპონდენციების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, ასევე შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

) კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკური და ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;

) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადოების შედეგად სამინისიტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება;

) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით;

) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დასკვნების მომზადება და საპროგნოზო ვითარების ანალიზი; წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით.

ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 მუხლი:

„მუხლი 13.

მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) შემოსული კორესპონდენციების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

გ) მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება;

დ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის და სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე მასალების მომზადება;

ე) ადგილობრივი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განხილული საქმეების რეესტრის წარმოება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე