დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს "ევრობილდინგი" - პირველი აუქციონის გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ევრობილდინგი" |
| მიღების თარიღი | 21/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110721010, 22/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება აუქციონის შესახებ
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის №2/8337-10 სასამართლოს სხდომის საფუძველზე დანიშნული, შპს „ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველი ვლადიმერ სალაძე გაცნობებთ, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვნიშავ 2011 წლის 22 აგვისტოს 1-ლ აუქციონს შპს „ევრობილდინგის“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე:
1. ქალაქ თბილისში, ჩიტაძის ქუჩა №11-ში მდებარე ავტოსადგომი №32 (მშენებარე) სართული – 2, 18 კვ.მ საკადასტრო კოდია №01.15.05.059.009.02.032.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ თბილისში, მუხიანის დასახლება, 1 და 2 მ/რ-ის მიმდებარედ; ნაკვეთის ნომერი №003/034; ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი – 21.00 კვმ; ნაკვეთის №01.11.17.003.011;
3. ტელეფონი „Panasonic“ 530”
4. პრინტერი „HP laser jet M 1120”
5. ფაქსი „Panasonic KX-FP-143”
6. პრინტერი „Canon iP4200”
7. კომპიუტერი „ASuS P4V800D-X”
8. ქსეროქსი „workcenter PE220”
9. საგამოფენო კარადა
10. კონდიციონერი „ECO 9”
11. კომპიუტერი „Case ATX/Dual-core MB HDD”
12. ლაზემზონი „PD42”
13. მაგიდა
14. ტუმბო
15. კარადა
16. სკამი
17. ლაზერული თვითსწორებადი თარაზო
18. პერფორატორი „TE 905”
19. სანგრევი ჩაქუჩი.
შენიშვნა: უძრავ-მოძრავი ქონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ გაკოტრების მმართველს.
აუქციონზე ქონება იყიდება ერთიანი კომპლექსის სახით, აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის 38.10 მუხლის შესაბამისად შეადგენს 18525 ლარს.
შემძენის მიერ თანხის 1/3-ის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღესვე, ხოლო დარჩენილი 2/3-ის აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ _ არა უგვიანეს 2011 წლის 22 აგვისტომდე, ქ.თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-18 სთ-მდე. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის მოწმობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 22 აგვისტოს 17 საათზე ქ. თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა 37-ში.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, ვინც გადაიხდის აუქციონზე გასატანი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულების შესაბამისად მაქსიმალურ თანხას.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველს ვლადიმერ სალაძეს: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 22 ა კორპუსი, ბინა №37, 10-18 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. ტელეფონი: 577 73 59 03.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები