დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №30 სს ,,თელასსა“ და შპს „მულტიპლექს ენერჯი ტრეიდინგს“ შორის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ 2008 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 04/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.012329 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/11/2008 - 04/12/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.012.329
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №30
2008 წლის 30 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
სს ,,თელასსა“ და შპს „მულტიპლექს ენერჯი ტრეიდინგს“ შორის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ 2008 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ დადგინა:
1. სს ,,თელასს“ და შპს „მულტიპლექს ენერჯი ტრეიდინგს“ შორის 2008 წლის 9 სექტემბერს გაფორმებული ,,რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ“ №04/08 ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
T = (Tიმპ. X E + Uსაბ. + Uრეგ. + Uმომს.) / E
სადაც: T – იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);
Tიმპ. – შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის იმპორტის ფასი (ლარი/კვტსთ);
E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ);
U საბ. – საბაჟო მოსაკრებელი (ლარი);
U რეგ. – რეგულირების საფასური (ლარი);
Uმომს. – შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური.
2. იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრულმა ტარიფმა არ უნდა გამოიწვიოს მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა.
3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები