საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1484 ,,იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1484 ,,იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 19/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.007639
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1484
19/08/2005
სსმ, 97, 19/08/2005
010240030.22.027.007639
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1484 ,,იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/08/2005 - 02/12/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.639

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება 1484

2005 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანო­ნის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს შინაგანაწესი თანდართული დანართის მიხედვით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის №145 §2 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე”.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სამინისტროს წინამდებარე შინაგანაწესი შემუ­შავებულია (შემდგომში – შინაგანაწესი) „საჯარო სამსა­ხუ­რის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე.

2. შინაგანაწესი ვრცელდება საქართველოს იუსტი­ციის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამ­სახურეებზე.

3. შინაგანაწესის მიზნებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის დაკისრებული ფუნქციების სრული განხორციე­ლებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) საჯარო მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილ­სინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;

ე) საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;

ვ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის ზრდა;

ზ) ხელმძღვანელობასა და სხვა საჯარო მოსამსა­ხურეთა შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება.

    მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, შესვენების დრო

1. საჯარო სამსახურის განხორციელება სამინის­ტროში ეფუძნება ქვეყანაში საჯარო სამსახურის ერთია­ნობის პრინციპს და განსაზღვრულია 5-დღიანი სამუშაო კვირით.

2. სამუშაო დრო განისაზღვრება 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

3. 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე საჯარო მოსამსახუ­რეთა შესვენების უფლება გარანტირებულია.

4. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 1.00 სთ-ით.

5. თუ უქმე დღეს წინ უსწრებს ყოველკვირეული დასვენების დღე, სამუშაო დროის ხანგძლივობა არ მცირდება.

    მუხლი 3. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებებში ყოფნის პირობები და წესი

1. საჯარო მოსამსახურის მუშაობა უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია.

2. საჯარო მოსამსახურის უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაო­ბის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 4. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი

1. სამსახურებრივ საკითხებზე საჯარო მოსამსა­ხურეებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს მინისტრს. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული ბრძანება, შესაბამი­სად შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს სამინის­ტროს ყველა მოსამსახურეზე) და ინდივიდუა­ლური.

2. ზოგად ბრძანებას გასცემს მინისტრი. ზოგადი ბრძა­ნება სრულდება წერილობითი ფორმით და ექ­ვემ­დება­რება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას.

3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს მინისტრი, მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე. ინდივიდუალური ბრძანება გამოი­ცემა უშუალოდ ერთ საჯარო მოსამსახურეზე ან საჯარო მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინ­დივიდუალური ბრძანება სრულდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემუ­ლი ინდი­ვიდუალური ბრძანება გამოცემისთანავე გადაეცემა მოსამ­სახურეს (მოსამსახურეთა ჯგუფს), რაც დასტურ­დება ხელისმოწერით.

    მუხლი 5. ხელფასის გაცემის დრო

სამინისტროს მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ.

    მუხლი 6. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია განუხ­რელად ასრულებდეს დაცვისა და ხანძარსაწინააღ­მდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც გათვა­ლისწინებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 7. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუც­ხადებლობის შემთხვევეაში მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს უშუალო უფროსს განცხადება შემდგომ სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მი­თი­თებით. უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის მიერ განცხადების ვიზირების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებ­ლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო უფროსს.

2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუც­ხადებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე ვალდე­ბულია, შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამ­დე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზე­­ზები და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოც­ხა­­­დე­ბის შემდეგ საჯარო მოსამსახურემ უშუალო უფრო­სის მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მას ახსნა-განმარ­­ტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.

3. საჯარო მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსა­ხურში გამოუცხადებლობის თაობაზე გათვალისწი­ნებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ყველა საჯარო მოსამსახურისათვის.

2. შინაგანაწესი გამოიკვრება სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.

3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხის­მგებ­ლობის ზომა.

4. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარ­ღვევის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ დაფიქსი­რების შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „სა­ჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. აღნიშნულზე კონტროლი დაევალოს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს.

5. მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელისმო­წერით. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.