დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 26/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 27/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.39.036.008813 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.39.036.008.813
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №9
2006 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის №2 ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №7, მუხ. 57) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილებები და საქართველოს გენერალური პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
საქართველოს გენერალური პროკურატურა
| № | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი |
| 1 | გენერალური პროკურორი | 3300.0 |
| 2 | გენერალური პროკურორის I მოადგილე | 2300.0 |
| 3 | გენერალური პროკურორის მოადგილე | 2200.0 |
| 4 | საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე | 1760.0 |
| 5 | დეპარტამენტის უფროსი | 1850.0 |
| 6 | I კატეგორია – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1700.0 |
| 7 | II კატეგორია – გენერალური პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსის მოადგილე, საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1480.0 |
| 8 | I კატეგორია – სამმართველოს უფროსი | 1690.0 |
| 9 | II კატეგორია – საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი | 1250.0 |
| 10 | III კატეგორია – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსი (მთავარი ბუღალტერი), პრესსამსახურის (სამმართველოს) უფროსი, საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი | 1000.0 |
| 11 | I კატეგორია – სამმართველოს უფროსის მოადგილე (კრიმინალისტიკური სამსახური) | 1320.0 |
| 12 | II კატეგორია – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მთავარი ბუღალტრის მოადგილე), საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილე | 950.0 |
| 13 | განყოფილების უფროსი | 600.0 |
| 14 | უფროსი პროკურორი | 1230.0 |
| 15 | პროკურორი | 1210.0 |
| 16 | უფროსი პროკურორი (საგამოძიებო ნაწილი) | 1730.0 |
| 17 | პროკურორი (საგამოძიებო ნაწილი) | 1660.0 |
| 18 | უფროსი გამომძიებელი | 1730.0 |
| 19 | გამომძიებელი | 1660.0 |
| 20 | I კატეგორია – საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი | 1210.0 |
| 21 | II კატეგორია – გენერალური პროკურორის (გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილის) მრჩეველი, ეკონომიკური დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის მრჩეველი | 750.0 |
| 22 | III კატეგორია – კანცელარიის და პრესსამსახურის მრჩეველი | 570.0 |
| 23 | სპეციალისტი | 340.0 |
| 24 | ინჟინერი | 330.0 |
| 25 | I კატეგორია – მძღოლი (გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის I მოადგილის და გენერალური პროკურორის მოადგილის) | 300.0 |
| 26 | II კატეგორია – მძღოლი | 280.0 |
| 27 | I კატეგორია – დამლაგებელი | 200.0 |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 15 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები