დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №121-13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 677 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 31/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.22.027.008988 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.22.027.008.988
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №677–№206/ნ
2006 წლის 31-21 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №121-13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ 2006 წლის 17 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №121-13/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., მუხ. 51) დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. კომისიას აქვს სათანადო წესით რეგისტრირებული ბეჭედი და შტამპი, ასევე კომისიის ბლანკი. კომისის მისამართია ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა №30.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ფტიზიატრია-პულმონოლოგია – 2 სპეციალისტი;“;
გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ს“, ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ს) ოტო-ლარინგოლოგი – 1 სპეციალისტი;
ტ) ტრავმატოლოგი – 1 სპეციალისტი;
უ) ყბა-სახის ქირურგი – 1 სპეციალისტი;“.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები