დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 06/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 11/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.010561 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/07/2007 - 25/01/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.010.561
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №11
2007 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ 02.05.07, №340/22–7 და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის“ 04.05.07, №1214/1 წერილებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1. დამტკიცდეს გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს ,,თელასისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისა“) მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისათვის ძაბვების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
| № | ძაბვა | თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე |
| 1. | 35 –110 კილოვოლტი | 0,206 |
| 2. | 6 –10 კილოვოლტი | 0,580 |
| 3. | 220/380 ვოლტი | 1,320 |
მუხლი 2. ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის (გარდა კვალიფიციური საწარმოებისა) გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს ,,თელასისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისა“) ელექტროენერგიის გატარების ტარიფები დადგინდეს ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.
მუხლი 3. გამანაწილებელმა კომპანიებმა ელექტროენერგიის გატარებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ განცალკავებულად და შესაბამისი ინფორმაცია ყოველკვარტალურად მიაწოდონ სემეკს.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები