თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ

  • Word
თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 206/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.010556
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
206/ნ
05/07/2007
სსმ, 97, 10/07/2007
470230000.22.035.010556
თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/07/2007 - 27/03/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.556

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №206/ნ

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების    დამტკიცების შესახებ

,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1555 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების დამტკიცების შესახებ“ ტექსტი (დანართი №1).

2. თამბაქოს გაყიდვის თვალსაჩინო ადგილებში ტექსტი განთავსდეს არანაკლებ A4 ზომის ფორმატზე.

3. ტექსტის შრიფტად გამოყენებულ იქნეს AcadNusx, შრიფტის ზომა არანაკლებ 26-ისა, ხოლო ტექსტის ნაწილები ,,თავი დაანებეთ მოწევას“, ,,26-87-86“ და  ,,QUITLINE“ გამუქებული სახით.

4. ეთხოვოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს (პ. იმნაძე) უზრუნველყოს უფასო საკონსულტაციო ტელეფონის ფუნქციონირება.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

 დანართი №1

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ თამბაქოს მოხმარება მავნებელია თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისათვის

 

თავი დაანებეთ

მოწევას!

 

თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო სატელეფონო კონსულ-ტაციას:

Q u i t l i n e

26 87 86

10.00-18.30 საათებში