დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.270.012698 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/01/2009 - 05/06/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.012.698
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №24
2009 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა (შემდგომში – პატიმარი) შევსების შემდეგი ლიმიტები:
ა) №1 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 750 პატიმარი;
ბ) №3 საპყრობილე (ქ. ბათუმი) – 557 პატიმარი;
გ) №4 საპყრობილე (ქ. ზუგდიდი) – 305 პატიმარი;
დ) №7 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 108 პატიმარი;
ე) №8 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 3672 პატიმარი;
ვ) №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 2380 პატიმარი;
ზ) №2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 2744 პატიმარი;
თ) №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწე-სებულება (ქ. ქუთაისი) – 1840 პატიმარი;
ი) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი) – 970 პატიმარი;
კ) №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 1300 პატიმარი;
ლ) №7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი) – 1600 პატიმარი;
მ) №8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) – 2500 პატიმარი;
ნ) №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ხონის მუნიციპალიტეტი) – 650 პატიმარი;
ო) №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი) – 370 პატიმარი;
პ) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება (ქ. თბილისი) – 160 პატიმარი;
ჟ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი) 540 პატიმარი;
რ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება (ქ. თბილისი) – 250 პატიმარი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსე-ბის ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის №54 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები