საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №39 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №39 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.008127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
39
31/01/2006
ვებგვერდი
010240030.22.030.008127
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №39 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 02/03/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.127

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

 ბრძანება 39

2006 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის №88 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის

დ ე ბ უ ლ ე ­ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გენერალური ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი.

2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს, მისი სისტემის საჯარო და დიპლომატიური მოსამსახურეების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება, მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

ბ) სამინისტროსა და მისი სისტემის სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტები, საელჩოები, საკონსულოები და სხვა) მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათ შორის კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის და პრევენციის მიზნით, საჯარო და დიპლომატიურ მოსამსახურეთა საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის, მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირება და ანალიზი;

გ) ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება;

დ) საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით სამსახურებრივი, დოკუმენტური და თემატური შემოწმებების ჩატარება;

ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერების და მიზანშეწონილობის კონტროლი;

ვ) მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულების კონტროლი;

ზ) საერთო საშემსრულებლო დისციპლინის მონიტორინგი.

    მუხლი 3. ინსპექციის დამოუკიდებლობა

1. დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას ინსპექცია დამოუკიდებელია.

2. დაუშვებელია ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული მოსამსახურეების სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.

3. ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მის წინაშე.

    მუხლი 4. ინსპექციის უფლებამოსილება

დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს საფინანსოსამეურნეო და თემატური, კომპლექსური შემოწმებები;

ბ) დამოუკიდებლად, მოულოდნელობის პრინციპით მიიღოს გადაწყვეტილება შემოწმების გეგმით განსაზღვრული სამსახურების დიპლომატიური და საჯარო მოხელეების შემოწმების ჩატარების შესახებ;

გ) მიიღოს წერილები, განცხადებები და სხვა სახის კორესპონდენციები, მათ შორის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრები საჯარო და დიპლომატიურ მოხელეთა ქმედებაზე და უმოქმედობაზე;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მისცეს რეკომენდაცია სამინისტროს სისტემაში დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ადგილზე გაეცნოს, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, როგორც სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ასევე დიპლომატიური და საჯარო მოხელეებისგან;

ვ) გამოიძახოს და წერილობითი ან ზეპირი ახსნაგანმარტება ჩამოართვას სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის ნებისმიერ მოსამსახურეს;

ზ) შესაბამისი დასკვნის ან კონსულტაციის მისაღებად გამოიძახოს სამინისტროს საჯარო და დიპლომატიური მოსამსახურეები და მოსთხოვოს წერილობითი ცნობები და დასკვნები;

თ) წარუდგინოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წარდგინებები, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.

    მუხლი 5. ინსპექციის მოთხოვნა

ინპექციის მოთხოვნა სამინისტროსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის მოსამსახურეებმა უნდა შეასრულონ მოთხოვნაში მითითებულ ვადებში.

    მუხლი 6. ინსპექციის წარდგინება

1. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ინსპექცია ადგენს მინისტრის სახელზე დასკვნებს, ხოლო მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამის წარდგინებებს.

2. სამინისტროსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან 10 დღის ვადაში აცნობონ ინსპექციას წარდგინების შესრულების შესახებ.

    მუხლი 7. ინსპექციის რეკომენდაცია

1. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით, არსებული ხარვეზებისა და სხვა დარღვევების გამოსწორებისათვის.

2. რეკომედაცია განიხილება არაუგვიანეს 10 დღისა, რასაც ესწრება რეკომენდაციის ავტორი.

    მუხლი 8. ინსპექციის ხელმძღვანელობა

1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2. ინსპექციის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია ამ დებულების მოთხოვნათა შესრულებაზე;

ბ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების ხარისხზე;

გ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ინსპექციის საქმიანობის მარეგულირებელ ინსტრუქციებს;

ე) წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა დანიშვნის შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს სამინისტროში მომზადებულ მინისტრის ბრძანების პროექტებს და შესაბამისი ვიზირებით გამოხატავს ინსპექციის პოზიციებს;

ზ) წარუდგენს საგარეო საქმეთა მინისტრს შემოწმების მასალებიდან გამომდინარე დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

თ) წარადგენს წახალისებაზე ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე ინსპექციის თანამშრომლებს;

ი) განსაზღვრავს ინსპექციის თანამშრომლების პერსონალურ პასუხისმგებლობას.

3. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე.

4. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით საგარეო საქმეთა მინისტრი.

5. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

    მუხლი 9. გენერალური ინსპექციის საშტატო ნუსხა

1. ინსპექციის საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მინისტრი.

2. ინსპექციის მოსამსახურეები არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობა და სამართლებრივი აქტები.

3. ინსპექციის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.