„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110720007, 21/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016039
  • Word
2-112
20/07/2011
ვებგვერდი, 110720007, 21/07/2011
340170000.22.032.016039
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის N2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-112

2011 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №2-66 ბრძანებით (სსმ III, 11.05.2010წ., №53, მუხ. 801) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების :

  1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

  1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

  ა) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა;

       ბ) პროექტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის განხორციელება დონორების შესაბამისი სახელმძღვანელოების, დონორების პოლიტიკის, კრიტერიუმების , რეგულაციების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  გ) აგრა რულ სექტორში განსახორციელებელი პროექ­ტების კოორდინაცია, მათი შესრულების უზრუნველ­ყოფა.“.

  2. მე-3 მუხლს დაემატოს და “ პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  დ) პროექტებთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა განახორციელოს დონორების პოლიტიკის, კრიტერიუმების, რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

  ე) უზრუნველყოს პროექტების განხორციელების ამსახველი შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის შენახვა დონორთა მოთხოვნების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად..

  3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის გ ) ქვეპუნქტი ჩამოყა ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, კერძოდ , პროექტების ფინანსური მენეჯმენტის, მონიტორინგის, შეფასებისა და სხვა საკითხების შესახებ..

 4 . მე-5 მუხლ ჩამოყა ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები

  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

 ა) პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;

 ბ) დონორთა საქმიანობის კოორდინაციის სამმართველო..

 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო ახორციელებს:

 ა) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში პროექტების დაგეგმვასა და მართვას დონორთა ან საქართველოს მთავრობის შეთანხმებების შესაბამისად ;

ბ) პროექტების ფინანსურ მენეჯმენტს, ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესყიდვების განხორციელებას დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად;

გ) შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას.

2. დონორთა საქმიანობის კოორდინაციის სამმართველო ახორციელებს:

ა) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაციას და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ბ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას..

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი