საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 18/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.010461
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-80
12/06/2007
სსმ, 83, 18/06/2007
340010000.22.032.010461
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/06/2007 - 14/04/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.010.461

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-80

2007 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაცო პოლიტიკის სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილმა.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სამმართველო, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

3. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. სამმართველოს ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამმართველოს მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე დასკვნების მომზადება და წარდგენა;

გ) მელიორაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად, გადაწყვეტილებების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღება, სისტემატიზება და დამუშავება;

დ) პრიორიტეტულად გასატარებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრა;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტით ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს (სამინისტროს) მიერ მოზიდული სახსრებით განსახორციელებელი პრიორიტეტული სარეაბილიტაციო (სარეკონსტრუქციო) სამელიორაციო სისტემებისა და ცალკეული ობიექტების განსაზღვრა;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტით შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო პროექტების დამუშავებაზე ტენდერის გამოცხადებასთან და მომზადებასთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტა, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სახელმწიფო ბიუჯეტით მელიორაციის დარგში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წარდგენილი პროექტების განხილვა და სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი დასკვნების წარდგენა;

თ) სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მელიორაციის დარგში განსახორციელებელი და განხორციელებული პროექტებისა და სხვა ღონისძიებების კოორდინაცია და ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

კ) სამელიორაციო ასოციაციების დასაფუძნებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და ასოციაციების დაფუძნების პროცესების ხელშეწყობა;

ლ) სამელიორაციო ასოციაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების ანალიზი;

მ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში ასოციაციების საქმიანობის მარეგულირებელი, შესაძლო ორგანიზაციული და საკადრო ხასიათის ცვლილებების განმსაზღვრელი ბრძანებების პროექტების მომზადება;

ნ) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისაგან კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოთხოვა;

ო) უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტითა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით შესასრულებელი სამუშაოების მაკოორდინირებელი სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების (სატენდერო კომისია, საექსპერტო კომისია, სამუშაოთა მიმღები კომისია და სხვა) საქმიანობაში მონაწილეობა;

პ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ჟ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

რ) სამინისტროსა და ამ დებულებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოვალეობის შესრულება.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) კოორდინაციას უწევს სამმართველოს მუშაობას;

ბ) სამმართველოს უფროსი პასუხისმგებელია სამმართველოსათვის განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამოცანების ჯეროვნად და დადგენილ ვადებში შესრულებაზე;

გ) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს და ზედამხედველობს სამმართველოს საქმისწარმოებას. კოორდინაციას უწევს სამმართველოში მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის, მინისტრის მოადგილეების მითითებების შესრულებას და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ამ დავალებებს;

დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოხელეების პრემირების, მათ მიმართ წახალისების ფორმების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ე) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია სამმართველოს ამოცანების შესრულებისათვის;

ვ) პერიოდულად ისმენს მოხელეთა ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;

ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში;

დ) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს უფროსს სამმართველოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი

სამმართველოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.