დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალციხის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110720003, 26/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.138.016030 |
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2011 წლის 19 ივლისი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტისა და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტში დადგინდეს შემდეგი სამშენებლო ზონები და ზონებისათვის შესაბამისი ჯარიმის ოდენობა შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე:
ა) ქალაქი ახალციხე – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 1 ლარი;
ბ) ქალაქი ვალე – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0.5 ლარი;
გ) ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0.1 ლარი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები