„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110720002, 21/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016060
  • Word
40
13/07/2011
ვებგვერდი, 110720002, 21/07/2011
010260020.35.108.016060
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2011 წლის 13 ივლისი

ქ. სენაკი

 „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულების, „სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილების შესაბამისად,

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებსენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 16.11.2010 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებას მე-5 მუხლ შემდეგ დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი

1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ადგილობრივი თვითმმართველობის დროშა.

2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახში და სხდომისათვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება მცირე სახელმწიფო გერბი და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის გერბი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის, „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.“;

) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობას აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სენაკის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და არწერით – „საქართველო. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა“.

2. დადგენილება ძალაშია ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ბ. ნარმანია