დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110719016, 19/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016277 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №389
2011 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 926) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ლეგალიზების მიზნით წარდგენილი სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია განახორციელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები