დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5-20 დეკემბრის №312/ნ-№1235 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 30/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.035.011411 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.035.011.441
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №33/ნ-№82
2008 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5-20 დეკემბრის №312/ნ-№1235 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5-20 დეკემბრის №312/ნ-№1235 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 29.12.2005წ., №152, მუხ. 1685) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ის (დებულება ,,სამკურნალო საშუა-ლებების საბაჟო აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ“):
ა) მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სამკურნალო საშუალების ხარისხთან ან/და წარმომავლობასთან მიმართებაში საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ტვირთის საბაჟო დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). ასევე სააგენტო უფლებამოსილია ანალოგიური ინფორმაციის ფლობისას მოითხოვოს ტვირთის საბაჟო დათვალიერებაში მონაწილეობის მიღება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს საბაჟოს მიერ.
4. საბაჟო ორგანო ვალდებულია 2 დღის ვადაში სააგენტოს გადასცეს საბაჟოს მიერ დამოწმებული ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმის“ 1 ეგზემპლარი.
6. საბაჟო ორგანო ვალდებულია სამკურნალო საშუალებებზე განხორციელებული იმპორტის შესახებ ყოველი თვის დამთავრებიდან ხუთი დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს თვის განმავლობაში განხორციელებული იმპორტ-ექსპორტის შესახებ“.
2. ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ის (სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმის შედგენის წესი):
ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. რეკვიზიტში 4 ,,სამკურნალო საშუალებების განთავსების მისამართი“ მიეთითება სამკურნალო საშუალებების განთავსების ადგილმდებარეობა ტვირთის განბაჟების შემდეგ. მისამართის ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
დ. ტყეშელაშვილი
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები