საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №276 ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №276 ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.007462
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
276
07/06/2005
ვებგვერდი
430030000.22.022.007462
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №276 ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 11/11/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.007.462

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №276

2005 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე-ბულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების I მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის  №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულე-ბის” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის სა-ფუძველზე, საქართველოს უმაღლეს საგანმნათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს წარდგინებით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტა-ციის კრიტერიუმები დანართის შესაბამისად.

2. აკრედიტებულად ჩაითვალოს უმაღლესი საგან-მანათლებლო დაწესებულება, რომელიც 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან დააგროვებს მინიმუმ 6 ქულას.

3. ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2004 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

დანართი

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმები

I. ძირითადი კრიტერიუმები

1. სამეცნიერო ხარისხის მქონე პროფესორ-მას-წავლებელთა რაოდენობის შეფარდება პროფესორ-მას-წავლებელთა საერთო რაოდენობასთან:

ა) 66 % და მეტი – 3 ქულა;

ბ) 44 %-დან 66%-მდე – 2 ქულა;

გ) 22 %-დან 44 %-მდე – 1 ქულა;

დ) 11 %-დან 22 %-მდე _ 0,5 ქულა;

ე) 11 %-ზე ნაკლები – 0 ქულა.

2. სააუდიტორიო და სალაბორატორიო ფართის შეფარდება 1 სტუდენტთან:

ა) 1 სტუდენტზე 2 კვ. მ.-ზე მეტი  – 2 ქულა;

ბ) 1 სტუდენტზე 1 კვ. მ.-დან 2 კვ. მ.-მდე – 1 ქულა;

გ) 1 სტუდენტზე 1 კვ.მ-მდე – 0 ქულა.

3. კომპიუტერების შეფარდება 1 სტუდენტთან:

ა) 1 კომპიუტერი 50 და ნაკლებ სტუდენტზე –    2 ქულა;

ბ) 1 კომპიუტერი 50-დან 100 სტუდენტამდე –   1 ქულა;

გ) 1 კომპიუტერი  100 სტუდენტზე და მეტზე –  0 ქულა.

4. წიგნების შეფარდება 1 სტუდენტთან:

ა) 3 წიგნი და მეტი  1 სტუდენტზე – 1 ქულა;

ბ) 1,5 წიგნიდან 3 წიგნამდე  1 სტუდენტზე – 0,5 ქულა;

გ) 1, 5 წიგნზე ნაკლები  1 სტუდენტზე – 0 ქულა.

 

II. დამატებითი კრიტერიუმები:

1. უცხოელი სტუდენტები:

ა) 20 უცხოელ სტუდენტზე მეტი – 2 ქულა;

ბ) 10-დან 20 უცხოელ სტუდენტზე მეტი – 1 ქულა;

გ) 10 უცხოელ სტუდენტზე ნაკლები – 0 ქულა.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედი ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი – 0,5 ქულა

3. სააუდიტორიო და სალაბორატორიო ფართის ფლობის ფორმა:

ა) საკუთრებაში არსებული ან უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონება – 0 ქულა;

ბ) იჯარა – 0,5 ქულა;

გ) იჯარა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის შენო-ბაში  – 1 ქულა.