დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 30/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020040.22.033.012947 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/03/2009 - 30/12/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.22.033.012.947
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №189
2009 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს:
ა) ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესი“ (დანართი №1);
ბ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი №2);
გ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ“ (დანართი №3).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანება (სსმ III, 13.02.2008 წ., №23, მუხ. 252).
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1
1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს.
3. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში – გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში.
4. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.
6. გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
8. გადანაწილება არ შეიძლება განხორციელდეს გასულ კვარტალებზე, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ცვლილებებისა.
9. ამ წესის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ შემდეგ ორგანიზაციულ კოდებზე და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილებაზე:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;
ბ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი;
გ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;
დ) წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა;
ე) წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის ვალდებულებების მუხლში ამავე კლასიფიკაციის, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის და არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლებიდან გადანაწილებაზე. აღნიშნული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.
მუხლი 2.
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდეგში – მოთხოვნა) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2. მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი ფორმით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. წერილს უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების დოკუმენტი იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს მოთხოვნა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გადანაწილების თაობაზე.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ.
6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით (ორ ეგზემპლარად) დანართი №2-ის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური თანხების გაცემას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებულებების დაზუსტებული გეგმის შესაბამისად.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილით.
მუხლი 3
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და თანხების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლებიდან ასიგნებების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №
20--- წლის ------ ---------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მხარჯავი დაწესებულება, ორგ. კოდი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ცვლილების შინაარსი)
/ლარებში/
| ორგანიზ. კოდი | ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება | საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება | ცვლილება (+ზრდა/-კლება) | ||||
|
|
|
| წლიური თანხა | I კვ. | II კვ. | III კვ. | IV კვ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ ჯამი |
|
|
|
|
| ||
დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები:
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება;
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;
3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი;
4. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;
5. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა;
6. დანარჩენი ცვლილება.
საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის საბიუჯეტო დეპარტამენტის ფორმირების
სამმართველოს უფროსი: უფროსი:
დანართი №3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა
ფინანსური მდგომარეობის შესახებ
რიცხვი –––– თვე –––– წელი ––––
ორგანიზაციული კოდი ––––––– დასახელება –––––––––
| საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი | გეგმა ნაზარდი ჯამით (I კვარტალი, 6 თვე, 9 თვე, წლიური) | ვალდებულება | რესურსი | მიმდინარე კვარატლის გეგმა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა შტამპი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები