საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 26/11/2002
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.143
  • Word
1718
06/11/2002
სსმ, 29, 26/11/2002
200.000.000.05.001.001.143
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი) 158-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) და სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 6 ნოემბერი.

№1718Iს