დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 386 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110718014, 18/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.08.002.016276 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №386
2011 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
�საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;�;
ა.ბ) �ე� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის �ე1� ქვეპუნქტი:
�ე 1) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;�;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:
ბ.ა) �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ე.ა) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;
ე.ბ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვის საკონტრაქტო პირობების შესრულების მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში;�;
ბ.ბ) �ე� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს �ე1� ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
�ე 1) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:
ე1ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;
ე1ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;
ე1გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;
ე1დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;
ე1ე) ოფისისა და გაერთიანებული შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები