დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 1 ნოემბრის N47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 15/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110718012, 19/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.11.004.016006 |
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №5
2011 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 1 ნოემბრის №47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” პუნქტების, 37-ე მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 1 ნოემბრის №47 დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 2¹ პუნქტი:
„21. 1995 და 1999 წლის გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა გაგრძელდეს 2015 წლის ბოლომდე. შემდგომში მათი გამოცვლა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები