დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს "ხიმინჯი"- აუქციონის გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ხიმინჯი" |
| მიღების თარიღი | 18/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110718011, 19/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შპს „ხიმინჯი“
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხიმინჯის“ გაკოტრების მმართველი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აცხადებს პირველ აუქციონს შპს „ხიმინჯის“ სამეურვეო მასაში შესული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით.
მოვალის რეკვიზიტებია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხიმინჯი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, სიმონ ჩიქოვანის №24-ა, ბინა 5, საიდენტიფიკაციო კოდი 205143334.
აუქციონი შედგება 2011 წლის 19 აგვისტოს, 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9.
აუქციონზე გამოტანილ იქნება შპს „ხიმინჯის სამეურვეო ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, რომლის საწყისი ფასი, აუდიტორული კომპანია შპს „აუდიტ სერვისის“ 2011 წლის 11 ივლისის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 243 506 ლარს.
სამეურვეო ქონების შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან და გაგრძელდება 2011 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №16/18, ოფისი 2-9, 10 სთ-დან 14 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე 593 208008.
გაკოტრების მმართველი ვ. კეკელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები